რეზონანსი
13.03.2026

როგორც ცნობილია, 78 წლის ელტონ ჯონს ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევები აქვს, თუმცა მისი პარტნიორის ბოლო განცხადებით, ის ,,აგრძელებს ბრძოლას".

"თავს კარგად გრძნობს და აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა მას სერიოზული პრობლემები აქვს მხედველობასთან. მხნედაა და ოჯახთან ერთად დროს სასიამოვნოდ ატარებს" - განმარტა დევიდ ფერნიშმა.

საქმე ისაა, რომ 2024 წლის ზაფხულში გადატანილი მძიმე თვალის ინფექციის შედეგად, მომღერალმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, მარცხენაში კი, მნიშვნელოვნად შეეზღუდა. ეს მდგომარეობა მას ხელს უშლის კითხვასა და  ტელევიზორის ყურებაში, ასევე ახალ მუსიკაზე მუშაობაში, რადგან ტექსტებს ვერ ხედავს.

მუსიკოსი ხუმრობს კიდეც, რომ მისგან „ბევრი აღარაფერი დარჩა“, რადგან წლების განმავლობაში ჩაიტარა მუხლებისა და თეძოს ოპერაციები, ამოკვეთილი აქვს პროსტატა და აპენდიქსი.

ამასთან, 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჯონი მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზის გამო, მკაცრ დიეტას იცავს.

სირთულეების მიუხედავად, შემსრულებელი პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს და იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში მკურნალობისა და მეცნიერების განვითარებით, მხედველობა ნაწილობრივ მაინც აღუდგება.

ცნობისთვის, ელტონ ჯონმა ტურნეები 2023 წელს სწორედ იმ მიზნით დაასრულა, რათა მეტი დრო ოჯახისთვისა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის დაეთმო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×