რეზონანსი
12.03.2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან კიდევ შვიდი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან ჯამში გაყვანილია 45 ოჯახი.

ადგილიდან, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მოსახლეობა უკვე გასახლებულია და ოჯახები აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან.

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტიქიის ადგილზე იმყოფება გეოლოგების სამი ჯგუფი, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზები.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×