რეზონანსი
12.03.2026

ირანის მიერ ერაყის ტერიტორიულ წყლებში დარტყმის შედეგად საბერძნეთის საკუთრებაში მყოფ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა - ტანკერზე საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა, - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Zefyros-ი ერაყის ტერიტორიულ წყლებში გემიდან გემზე ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა, როდესაც მას, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალებებით დატვირთულმა ირანულმა უპილოტო ნავმა დაარტყა.

თავდასხმის შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ლიკვიდაცია ერაყის სახანძრო სამსახურებმა შეძლეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის 22-ვე წევრი უსაფრთხოდ არის და ისინი ერაყის ერთ-ერთ ხომალდზე გადაიყვანეს.

ამასთან, ერაყში განაცხადეს, რომ ღამით თავდასხმა Zefyros-ის გარდა, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ტანკერზე Safesea Vishnu-ზეც განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×