რეზონანსი
12.03.2026

ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და დადებითი ვიზიტი.

„მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი. ყველას შეხვდნენ ვისთანაც მათ ჰქონდათ ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ირაკლი კირცხალიას განცხადებითვე, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ნებისმიერი სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა ისეთ ვიზიტს, რა დროსაც მათი მხრიდან განცხადებები ობიექტურ საწყისებზე იქნება გაკეთებული.

„ჩვენ ასეთ რიტორიკასთან გვაქვს დღეს საქმე და ეს არის ძალიან მისასალმებელი. კიდევ ერთხელ დაინგრა თურმე ის მითი, რომ ღობე იყო მოქლიბული პრეზიდენტის რეზიდენციასთან. დაინგრა მითი - ე.წ. ღობის საქმე. რეალურად, ძალიან ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაგმო ის თავდასხმა, რომელი თავდასხმაც მთელმა მსოფლიომ ნახა პირდაპირ ეთერში. მთელმა ქვეყანამ ნახა პირდაპირ ეთერში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×