რეზონანსი
12.03.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა სხვადასხვა სამმართველოს მუშაობის შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა. საუბარი ასევე შეეხო დაცვის პოლიციაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

"შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×