რეზონანსი
11.03.2026

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა - ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას ირანთან დაკავშირებული სიტუაცია განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლისას, ლიდერებმა მხარდაჭერა გამოთქვეს საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებისა და არსებული მწვავე კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების მიმართ“, - აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ალიევს მადლობა გადაუხადა ირანიდან რუსების ევაკუაციაში გაწეული დახმარებისთვის, ასევე მოსკოვის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ირანელებისთვის მიწოდებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×