რეზონანსი
10.03.2026

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის (112) თანამშრომელი, თათა დავითულიანი საგანგებო წერილს აქვეყნებს:

"მიუხედავად იმისა რომ ძალიან აღელვებული ვარ შევეცდები დეტალურად მოგიყვეთ ჩვენი ამბავი:

29 იანვარს ბებო დაეცა აბაზანაში და გადავიყვანეთ კლინიკა “ჰელსიკორი” ში სადაც გვითხრეს რომ ქონდა ქვედა კიდურის მოტეხილობა და საჭიროებდა ოპერაციას, რათქმაუნდა დავთანხმდით სხვა გამოსავალი არც იყო, გვითხრეს რომ გადაუღეს რენტგენი და გვაჩვენა ფოტო ექიმმა მისსავე ტელეფონში, ეს ხდება ღამის საათებში, მეორე დღეს ვაკონკრეტებ დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში, 15 საათი ქალი გაუსაძლის ტკივილს უძლებდა, ყვიროდა წელი მტკივა ფეხზე მეტადო, გაკეთდა ოპერაცია რომელიც გაგრძელდა 6 საათამდე, გამოვიდა ქურურგი და გვითხრა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დილით მივსულიყავით როდესაც ბებოს გადაიყვანდნენ პალატაში, რამდენიმე დღე დაჰყო ბებომ პალატაში და უცებ დამძიმდა გადაიყვანეს რეანიმაციაში, გვეუბნებოდნენ რომ გართულება იყო სეფსისი და პნევმონია, ვერ იმორჩილებდნენ წნევას და ასე შემდეგ, ჩვენი დიდი თხოვნით დედა დაუშვეს თავმდგომად სტერილური ფორმით და ყველა წესის დაცვით, მიუხედავად იმისა დედა შიგნით იყო, ხან თერმომეტრი ჩარჩა ექთანს და საწოლში იპოვა დედაჩემმა (გადარჩა რომ არ დაიმსხვრა და ახალი ჭრილობა არ მიიღო).

უცებ კლინიკის ხელმძღვანელმა აკრძალა თავმდგომი და გაგვიხადა სახვეწნად შესვლა, მაშინ როცა ბებოს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქონდა, იმ ნახვის საათებში როცა დედა შედიოდა სანახავად ბებო მოუვლელი ხვდებოდა კისრამდე სველი, რაზეც საჩივარი დაწერა, რომელსაც რა რეაგირება მოყვა არ ვიცით, როგორც იქნა 27-დღიანი მკურნალობის შემდგომ ბებო გამოწერეს, “ნამკურნალები” დანიშნულებით და რეკომენდაციით - აქტიური მოძრაობა! მაშინ როცა თურმე ქალს ხერხემლის მე-3 ე მალის ღია მოტეხილობა აქვს.

14-დღიანი სახლში ჩვენი უდიდესი ძალისხმევით, არ დაგვიკლია არც ანალიზები, არც მედიკამენტები, არც მომვლელები, ასევე “ჰელსიკორიდან” გვყავდა მათი რეაბილიტოლოგი, რომელმაც ასევე მკაცრად მოითხოვა ბებოს აქტიურობა, მაშინ როცა ბებო 24 საათი ტიროდა და უჩიოდა წელის ტკივილს, დღეს გადმოვიყვანეთ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ნეფროლოგიის გამო, რადგან სახლში როდესაც ლაბორატორიებს ვიძახებდით და ანალიზები უარესდებოდა, ბრალდებოდა თირკმელს, აქ კი სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, ქალს სეფსისი აქვს რომლითაც გამოგვატანეს სახლში და ასევე ხერხემლის მალის მოტეხილობა. ცრემლებს ვერ ვიკავებ, ეს რა დღეში აღმოვჩნით??? ქალი საოპერაციოა ხერხემალზე მაგრამ მისი მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს.

პ.ს. იმ საკითხს თუ რა წერია ჰელსიკორის კალკულაციაში რომელიც სახელმწიფოს აანაზღაურებინეს, ან ფორმა 100-ში რამდენი შეუსაბამობაა ამას სხვაგან დავწერ.

ღმერთმა იცის ომი არ მინდოდა, ახლა კი ყველაფრისთვის მზად ვარ!!! მე მადლიერების გამოხატვაც არ მიჭირს, მაგრამ უსამართლობას არასდროს ვეგუები, მითუმეტეს როცა საქმე ჩემს გამზრდელ ბებოს ეხება, ოჯახის წევრს კი ასაკი არ აქვს!" - დაწერა თათა დავითულიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×