ნატალია ჯვარიძე
10.03.2026

დაანონსებული ერთობიდან მალევე, რამდენიმე დღეში, ოპოზიციაში განხეთქილებამ თავი ისევ იჩინა. ენმ-ს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა და ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთმანეთს ლამის აგინეს ფეისბუქზე. ამ ფონზე ენმ შემრიგებლ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ოპოზიციის შეიგნით ყოველგვარ თავდასხმაზე მორატორიუმს აცხადებენ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის ერთობას კრიტიკულად უყურებს და ამბობს, რომ ბოლოს მაინც დაიშლებიან.

  • ედიშერ გვენეტაძე; „ხალხმაეს საინფორმაციო ღრუ რამდენჯერმე ჩაუკეტა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებენ. თუმცა ახლა სამართლებრივად ჩაუკეტევენ, როცა ბოლოს და ბოლოს მათი აკრძალვის საკითხი გადაწყდება"

„მათგან ასეთი დაპირისპირებები მოსალოდნელია ყოველ წამსა და წუთს. თუმცა ეს ე.წ. გაერთიანების წევრები ერთი ჯიშისა და სისხლის არიან და რომ იტყვიან, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო. ამას მაგონებს მათი ვითომ გაერთიანება/არ გაერთიანება, შესვლა/არშესვლა და ა.შ. ესენი არიან გუშინდელი და იმისწინდელი ძალები, რომლებიც ისტორიამ კანალიზაციაში ჩარეცხა. მათი განახლება ყოველგვარ ძალებს აღემატება. ასე იმაიმუნებენ და ბოლოს, კრება დარჩება მხიარული. საინფორმაციო ღრუდან სიმყრალე ამოსდით.

„ქართველმა ხალხმა ეს საინფორმაციო ღრუ რამდენჯერმე ჩაუკეტა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებენ. თუმცა ახლა სამართლებრივად ჩაუკეტევენ, როცა ბოლოს და ბოლოს მათი აკრძალვის საკითხი გადაწყდება. ამით ქართველი ამომრჩეველი დაისვენებს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორს, ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებები მათ მხარდამჭერებზე უარყოფითად აისახება.

„ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ენმ-მ მერე განაცხადა, რომ თავიანთი პრინციპების ერთგულნი დარჩებიან. იმედია ამგვარ დაპირისპირებებს ადგილი აღარ ექნება. შესაძლოა მცირე უთანხმოება იყოს, მაგრამ არამგონია ერთობა ჩავარდეს.

„კონფლიქტები მათ მხარდამჭერებზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან ასეთი რაღაცა არავისთვის მისაღები არ არის. როცა მათ გაერთიანებას ყველა მიესალმა და მერე უცებ ეს ხდება, რა თქმა უნდა, არავის მოსწონს", - უთხრა ჩიტაძემ „რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×