რეზონანსი
10.03.2026

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია. ამის მიზეზად კოშტა ენერგომატარებლების ფასების ზრდას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისადმი ყურადღებას შემცირებას ასახელებს.

„ჯერჯერობით ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია - რუსეთი. ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო ის ახალ რესურსებს იძენს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ის მოგებას იღებს სამხედრო შესაძლებლობების გადამისამართებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში, შეიძლებოდა, უკრაინის მხარდასაჭერად გაეგზავნათ. ის სარგებლობს უკრაინის ფრონტზე ყურადღების შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ცენტრალურ ადგილს იკავებს“, - განაცხადა კოშტამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების წინაშე გამოსვლისას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამასთან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის აუცილებლობას, რომელსაც, მისი თქმით, ახლა შეერთებული შტატები ეჭვქვეშ აყენებს.

„თავისუფლება და ადამიანის უფლებები ბომბებით ვერ მიიღწევა. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდგომი ესკალაცია. ასეთი გზა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და მის ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა კოშტამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×