რეზონანსი
10.03.2026

მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, - წერს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უახლეს მონაცემებს, რომლის თანახმად, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. მისი შეფასებით, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და როდესაც რეგიონში ამდენი უბედურება ტრიალებს, ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას.

"ჩვენი ეროვნული, ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. როდესაც ჩვენთან ძალიან ახლოს, ამდენი უბედურება ტრიალებს, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას.

მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არც ერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე.

საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით!

ვინც, ჯერ კიდევ ვერ ათვიცნობიერებთ ამ ფაქტს, უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ!" - წერს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×