რეზონანსი
09.03.2026

 „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს", მის კომპიუტერს „ნაცები" თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა. ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.

„ ოთხი რაღაც გავიგეთ: 1. კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს" 2. კანდელაკის კომპიუტერს „ნაცები" თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას 3. თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს 4. თარგამაძეს ვიღაცამ ტელეფონიდან (ან კომპიდან) ჩანაწერი მოპარა. მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს." - წერს ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×