
"ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაცია" - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება 9 ოპოზიციური პარტიის ალიანზე, რომლის ყველა ლიდერი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ან მათთან კავშირში მყოფია.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ალიანსის ერთი სიის, ერთი ნომრის ქვეშ გარდაქმნას "არ გამორიცხავს":
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ იქნება სიახლე იმის გამეორება, რომ ჩვენ, ჯერ კიდევ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მზად ვიყავით ყველა ტიპის კომპრომისზე, იქნებოდა ეს სახელი, ნომერი, ბრენდი თუ ნებისმიერი სხვა, თუმცა მაშინ მრავალფეროვნება არჩია რიგმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ჯერ, არჩევნების თარიღი, თავისუფალი არჩევნების უფლება და შესაძლებლობა გვაქვს მოსაპოვებელი. დარწმუნებული ვარ, მერე ყველა პროდასავლური, დემოკრატიული პარტია, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესებიდან და დაკვეთიდან ამოვალთ და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციას საუბარი არ ჰქონია:
"არ განიხილება და თუ ვინმეს აქვს ეს მოსაზრება და სურვილი, სხვა საკითხია. ჩემი პოზიცია, ამასთან დაკავშირებით გამოთქმული მაქვს ალიანსის წევრობით. ეს მიმაჩნია სავსებით საკმარისად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.