რეზონანსი
09.03.2026

ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცე კავშირი სომხეთსა და ირანს შორის მომავალშიც განვითარდება, დააფიქსირებს რა ახალ წარმატებებს. ვისარგებლებ შემთხვევით და მეგობარ ირანელ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობასა და მდგრად მშვიდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ირანის ხელისუფლებამ 8 მარტს გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×