
ძალიან უბადრუკი მცდელობა იყო სუს-ის ავტორიტეტზე ტალახი მიესხათ იმის გამო, რომ ვერ პოულობენ, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ იმ კამპანიის შესახებ, თითქოს გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.
ვოლსკის თქმით, თუ ურეკავენ, ტელეფონს არ პასუხობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ პოულობენ.
„ძალიან უბადრუკი მცდელობა იყო სუს-ის ავტორიტეტზე ტალახი მიესხათ იმის გამო, რომ ვერ პოულობენ. თუ ურეკავენ, ტელეფონს არ პასუხობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ პოულობენ ან არ შეუძლიათ ისეთივე მეთოდით წამოიყვანონ იქიდან, სადაც არის, როგორც თარგამაძის პერიოდში დაჰყავდათ ხალხი. უბრალოდ, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არ არის ჩვენი ხელწერა. როდესაც პოვნაზე დადგება საკითხი ან გამოკითხვის აუცილებლობაზე, სუს-ს გააჩნია იმის რესურსი, რომ იპოვოს კიდეც და გამოკითხვაც ჩაატაროს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
გივი თარგამაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
ამასთან, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა გიორგი კანდელაკისა და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“. კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა კი განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.