რეზონანსი
09.03.2026

იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ, "ნაციონალური მოძრაობის"გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, რამე სიახლეს თუ ხედავს ამ გაერთიანებაში, კობერიძემ აღნიშნა, რომ მისთვის "ნაცმოძრაობის" გაერთიანება იგივეა, რაც 2016 წელს იყო და მასში დამატებულია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი“.

„მე 2016 წელს ვხედავ და 2016 წელს მივედი მე პოლიტიკაში, კოორდინატორად მივედი „გირჩში, რაღაც ახლისთვის. რასაც ვუყურებ, 2016 წელია, პლუს „თავისუფლების მოედანი“. ჩემთვის ეს ახალი არ არის, ჩემთვის იგივეა, დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“,“ - აღნიშნა კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×