რეზონანსი
09.03.2026

იტა­ლი­უ­რი მე­დია სკან­და­ლუ­რი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე წერს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა - ჩი­ვა­სოს რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთ ფერ­მა­ში 2 წლის გო­გო­ნა იპო­ვეს 55 წლის მა­მა­კაც­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ბავ­შვის მა­მად აცხა­დებ­და თავს. გა­მო­ძი­ე­ბა მას მერე და­ი­წყო, რაც დნმ-ის ტეს­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ მა­მა­კაცს ბავ­შვთან არა­ნა­ი­რი გე­ნე­ტი­კუ­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, წერს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დას­კვნით ეტაპ­ზე და უკვე ბევ­რი რამ გა­ირ­კვა. მათ შო­რის ისიც, რომ გო­გო­ნა მა­მა­კაც­მა 2023 წელს, თბი­ლი­სი­დან ჩა­იყ­ვა­ნა.

ბრალ­დე­ბუ­ლია ვე­რო­ლენ­გოს მცხოვ­რე­ბი, უმუ­შე­ვა­რი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ცნო­ბილ ქარ­ხა­ნა Thyssenkrupp-ში მუ­შა­ობ­და.

იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის თა­ნახ­მად, მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნო­ლო­გია ასე­თია:

2023 წლის 20 ივ­ნი­სი: თბი­ლი­სის ერთ-ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ი­ბა­და გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ნი­კო­ლი. მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა 39 წლის ყა­ზა­ხი ქა­ლია, რო­მე­ლიც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მა­ლა­ვე გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.

2023 წლის 11 ივ­ლი­სი: მა­მა­კა­ცი თბი­ლის­ში იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო­ში ჩვი­ლით ხელ­ში გა­მო­ცხად­და. მან წა­რად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დედა მას სრულ ნდო­ბას უცხა­დებ­და და ბავ­შვის იტა­ლი­ა­ში წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და. სა­ელ­ჩო­ში მან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა თა­ვად იყო. სწო­რედ ამ გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მის­ცეს ბავ­შვს იტა­ლი­ა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა.

დნმ-ის ტეს­ტი და მხი­ლე­ბა

ეჭვი სა­ქარ­თვე­ლო­ში იტა­ლი­ის სა­ელ­ჩომ შე­ი­ტა­ნა, რის შემ­დე­გაც საქ­მე­ში ივ­რე­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­ერ­თო. პრო­კუ­რორ­მა ჯუ­ლია ნი­კო­დე­მიმ მა­მა­კაცს დნმ-ის ტეს­ტის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბა სთხო­ვა, რა­ზეც მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. სა­ბო­ლო­ოდ, ტეს­ტი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით, იძუ­ლე­ბით ჩა­ტარ­და. შე­დე­გი ცალ­სა­ხა იყო: მა­მა­კა­ცი ნი­კო­ლის მამა არ არის.

ჩვი­ლის გა­ყიდ­ვის საქ­მე

პრო­კუ­რა­ტუ­რა, გაბ­რი­ე­ლა ვი­ლი­ო­ნეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ამ­ჟა­მად "სა­მო­ქა­ლა­ქო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ყალ­ბე­ბის" მუხ­ლით მუ­შა­ობს, თუმ­ცა საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს გა­ცი­ლე­ბით მძი­მე მუხ­ლიც - ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი ბევრ კი­თხვას აჩენს:

არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი: მა­მა­კა­ცის ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში არ მო­ი­ძებ­ნა დე­დას­თან კონ­ტაქ­ტის არა­ნა­ი­რი კვა­ლი - არც შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, არც ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი.

გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია: ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, რომ ქალი კვიპ­როს­ზე დას­ვე­ნე­ბი­სას გა­იც­ნო, თუმ­ცა მისი მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ამ ვერ­სი­ას არ ადას­ტუ­რებს.

ფი­ნან­სუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა: უმუ­შე­ვა­რი მა­მა­კა­ცი ამ­ტკი­ცებს, რომ ბავ­შვის შე­ნახ­ვა მა­მის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით შე­ეძ­ლო.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, მა­მა­კაც­მა ბავ­შვი აღ­საზ­რდე­ლად თბი­ლის­ში იყი­და ბავ­შვის დე­დის­გან, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სად არის ახლა პა­ტა­რა ნი­კო­ლი?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მა­კა­ცი ბავ­შვს მზრუნ­ვე­ლო­ბას არ აკ­ლებ­და და გო­გო­ნა კარგ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს, კა­ნო­ნის წი­ნა­შე ის უცხო პი­რია. ნი­კო­ლი ახლა 2.5 წლი­საა. ტუ­რი­ნის არას­რულ­წლო­ვან­თა სა­სა­მარ­თლომ მას უკვე შე­ურ­ჩია შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლი ოჯა­ხი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას, იტა­ლი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყა­ზა­ხეთ­ში, ჟამ­ბი­ლის რე­გი­ონ­ში მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი და­ად­გი­ნეს, თუმ­ცა ის იქ არ აღ­მოჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია.

ამ თე­მა­ზე ambebi.ge ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბა­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ სა­კითხს მო­ი­ძი­ე­ბენ და და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოგ­ვაწ­ვდი­ან.

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია იტა­ლი­ურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×