რეზონანსი
09.03.2026

სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში - ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ქვეყნის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის წევრებთან.

„ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ის საინტერესო იყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ამ ქვეყანას აწუხებს და შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას, რადგან მინდა, ყველა მოსაზრება და მონაცემი მოვისმინო და ამის შემდეგ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×