რეზონანსი
09.03.2026

The New York Times-მა გააანალიზა ვიდეო, რომელზეც ირანში, ქალაქ მინაბში სკოლასთან მდებარე საზღვაო ბაზაზე ამერიკული „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტის დაცემაა ასახული.

როგორც გამოცემა წერს, ვიდეო კიდევ უფრო ამყარებს მტკიცებულებას, რომ სავარაუდოდ ამერიკული რაკეტა ბაზასთან მდებარე დაწყებით სკოლასაც მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დარტყმას 175 ადამიანი, მათ შორის მრავალი ბავშვი ემსხვერპლა.

ვიდეო, რომელიც კვირას, ირანის ნახევრად ოფიციალურმა სააგენტომ Mehr News Agency-მ გაავრცელა და რომელიც The New York Times-მა გადაამოწმა, აჩვენებს, როგორ ეცემა „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტა საზღვაო ბაზას, რომელიც სკოლასთან ახლოს მდებარეობს.

„The New York Times-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების ერთობლიობა - მათ შორის სატელიტური გამოსახულებები, სოციალური მედიის პოსტები და სხვა გადამოწმებული ვიდეოები, მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებითი სკოლის შენობა ძლიერ დაზიანდა ზუსტი დარტყმის შედეგად, რომელიც ბაზაზე თავდასხმას დროში ემთხვევა. აშშ-ის სამხედრო ძალები ამ კონფლიქტში ერთადერთი ძალაა, რომელიც „ტომაჰავკებს“ იყენებს“, - აღნიშნულია სტატიაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×