რეზონანსი
08.03.2026

თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე მივიდნენ. ამ ფორმით, სასამართლოში გამოკითხვა მათ თავად მოითხოვეს. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც საუბრობდნენ, რომ საქართველოში პროირანული გავლენები გაჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობს 319-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი კანდელაკმა.

„რაც წერია კვლევაში, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ეს არის ჰადსონის ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრება. ყველაფერი არის საჯაროდ ცნობილი. არც სხვა კვლევებში, მაგალითად თინა ხიდაშელი კვლევაში, ან საჯარო განცხადებებში, რაც გაკეთდა სხვა ადამიანების მხრიდან - გივი თარგამაძის, ან სანიკიძის მხრიდან, არაფერი თქმულა ისეთი, რაც ცნობილი არ არის“, - განაცხადა კანდელაკმა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×