რეზონანსი
07.03.2026

37 ათასია ის რაოდენობა, რომელიც დღეს საქართველოში ფიქსირდება, ამ მიმართულებით ჭარბობს ინდოეთის მოქალაქეები, 7% არის იორდანიის მოქალაქეები, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, 3% პაკისტანიდან და შემდგომ ეგვიპტე, დიდი ბრიტანეთი, ასეთი ქვეყნებიც გამოერევა ჩვენს სტატისტიკაში, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უცხოელ სტუდენტებზე საუბრისას.

„მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს მილიარდ 200 მილიონ ლარს, ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებიდან ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი შემოსავალს ნახულობს. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15 500 ლარს იხდის და ამავდროულად სხვა დამატებით სექტორებში ხარჯავს 16 300 ლარს. არ უნდა დაგვავიწყდეს პირდაპირი შემოსავალი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ - 576 მილიონი ლარის მოცულობით და სხვა სექტორებში ასევე ეს დადებითი ეფექტი ნაწილდება დაახლოებით 605 მილიონი ლარით“, - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×