რეზონანსი
07.03.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით, ისინი სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან. ცოტა ხნის წინ, „კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია გივი თარგამაძეც, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების გამო. სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა.

„კურიერის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება აკვირდება და სწავლობს როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე. განცხადებები საზოგადოებამ მათ შორის თავდაცვის ყოფილის მინისტრისგანაც მოისმინა, თინა ხიდაშელი საქართველოში არალეგალურად მოქმედ ტერორისტების სკოლაზე საუბრობდა.

გავრცელდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაც სახელწოდებით - „ საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“. ავტორები „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი არიან. კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი - „ევროპული საქართველოს“ წევრიც იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×