რეზონანსი
06.03.2026

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დაგეგმილი თავდასხმების სამიზნეებს შორის იყო ბაქო-ჯეიჰანის სტრატეგიული მილსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, მთიელი ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და „აშქენაზის” სინაგოგა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი გაანეიტრალა და სხვა პირებისთვის გადაცემა აღკვეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×