რეზონანსი
06.03.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეების გატაცების შემდეგ, უნგრეთმა შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო მეტი პროვოკაცია განახორციელოს. სიბიგას თქმით, მოქალაქეების გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინამ მიიღო მინიშნებები, რომ გარკვეული სახის „პროვოკაცია მზადდებოდა“.

„ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებები, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებისგან ზეწოლას ვითხოვთ. ჩვენ აქაც ვხედავთ რუსულ ხელწერას. მეჩვენება, რომ უნგრეთის ხელისუფლების ვიზიტები მოსკოვში მოვლენათა, პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილია. სამწუხაროდ, მომავალში ალბათ კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დღეს განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა უნგრულმა მედიამაც, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×