რეზონანსი
06.03.2026

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული კაცი, ბიბლიის ენით იმ პოლიციელს ესაუბრებოდა, რომლის პატაკიც მისი დაკავების საფუძველი გახდა. გიორგი მიქაძე რომიკო გოგიაშვილს სჯულის და სასამართლოს კანონს ერთდროულად ახსენებდა. დღეს, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს ჰკითხა, იაზრებდა თუ არა პასუხისმგებლობის სიმძიმეს თუ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ დადასტურდებოდა. 

სასამართლომ დღეს, ლევან ჯანგველაძის საქმეზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაკითხა, სწორედ რომიკო გოგიაშვილის პატაკი დევს საქმეში, რომელიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძეს დედ ჰასანის შვილიშვილმა შეუკვეთა.  

რომიკო გოგიაშვილი, წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობისთვის ოთარ ფარცხალაძე-რომანოვსა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი გადაუხადა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ისაუბრა ლევან ჯანგველაძის და ფარცხალაძე-მიქაძეების დაპირისპირებაზე, რომელიც მისი თქმით, სიგარეტის და ალკოჰოლის ექსპორტს უკავშირდებოდა. 

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პოლიციელის საიდუმლო წყარო ლევან ჯანგევალძის ახლო მეგობარი, კოკა მორგოშიაა. დაცვის მხარე პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლოს და გაასაჯაროვოს, ვის ეკუთვნის ჯონათან ჯონის სახელით რეგისტრირებული „ფეისბუქ“-გვერდი, რომელიც ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ წერდა, რომ ამის უკან ოთარ ფარცხალაძე დგას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×