რეზონანსი
06.03.2026

"როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით", - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ.

"იმ დღეს, როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ს გავლენიან ანალიტიკურ ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით. ნახსენები იყო ის ყბადაღებული "უნივერსიტეტიც" და იყო მოწოდება-ჩაერიეთო! ანუ, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირან-აშშ ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ. სხვათა შორის, სტატიის გამოქვეყნება (3 მარტი) დროში დაემთხვა აშშ-ში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს", - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×