რეზონანსი
06.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებას კუბაზე გადაიტანს მას შემდეგ, რაც ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები დასრულდება.

„ის, რაც კუბასთან დაკავშირებით ხდება, საოცარია“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, სადაც ის 2025 წლის Major League Soccer-ის ჩემპიონ „ინტერ მაიამის“ მასპინძლობდა.

„ვფიქრობთ, რომ გვსურს ჯერ ეს [ირანის საკითხი] მოვაგვაროთ - დავასრულოთ, თუმცა მხოლოდ დროის საკითხია, სანამ თქვენ და უამრავი ადამიანი კუბაში დაბრუნდებით, იმედია, არა სამუდამოდ დასარჩენად“, - მიმართა ტრამპმა დამსწრეებს, რომელთა შორის ბევრი კუბური წარმოშობის მაიამელი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×