ზოგადი დებულებები
ვებ-პორტალი www.resonancedaily.com (შპს გაზეთი რეზონასს პლუსი, ს/კ 402000598) - არის ახალი ამბების საინფორმაციო საიტი. ღია მასალებთან ერთად, საიტზე განთავსებულია ფასიანი სტატიები. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მომხმარებელს (მკითხველს), ონლაინ იყოდოს (გააფორმოს) ხელმოწერა.
მომხმარებლის კონფიდენციალურობა
ვებ გვერდზე გაფორმებული ხელმოწერის ყველა ინფორმაცია და მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემები არის დაცული და კონფიდენციალური. საიტი არ ახდენს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის რეგისტრაციას, ხელმოწერის დროს მხოლოდ ნივთის მიწოდებისათვის საჭირო ინფორმაციის შენახვას ვახორციელებთ. ყველა შენახული ინფორმაცია დაცულია ჩვენს სერვერებზე თანამედროვე ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფით, ხოლო ფიზიკურად სერვერები განთავსებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათთან ფიზიკური წვდომა ვერ ექნება ვერცერთ ადამიანს გარდა იმ უცხოური კომპანიისა რომლებიც გვიწევს მომსახურებას.
პროდუქციის აღწერილობა
საიტი იტოვებს უფლებას შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილება ხელმოწერის მახასიათებელში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს დეტალურად ხელმოწერის პირობები და დააზუსტოს მისი პარამეტრები შეძენამდე.
ხელმოწერის ყიდვა (გაფორმება)
მომხმარებელს (მკითხველს) შეუძლა ფასიან სტატიებზე გარკვეული, წინასწარ განსაზღვრული, ვადით გააფორმოს ხელმოწერა. ამისათვის იგი უნდა დარეგისტრირდეს, აირჩიოს ხელმოწერის პაკეტი.
მომხმარებელს შეყავს მისი პირადი ინფორმაცია რომელიც საჭიროა მყიდველის იდენთიფიცირებისთვის და ასევე საიტის ადმინისტრაციის მხრიდან კომუნიკაციის საჭიროების შემთხვევაში, აქვე შესაძლებელია გაეცნოს და დაეთანხმოს მონიშვნით საიტის წესებს და პირობებს და აწვება ღილაკს "გადახდა".
მომხარებელი გადადის ბანკის გადახდის სისტემაში და შეყავს თავისი ბარათის მონაცემები, რომელიც საჭიროა ტრანზაქციის განსახორციელებლად.
ბარათით წარმატებული გადახდის დროს მომხმარებელს ეჭრება თანხა თავისი საბანკო ანგარიშიდან, ხოლო საიტზე ხელახალი ავტორიზაციის შემდეგ ექნება წვდომა საიტზე განთავსებულ ყველა მასალაზე.
ხელმოწერის აქტივიზაცია
ხელმოწერის გაფორმების შემდეგ, მომხმარებელს მყისიერად ეძლება წვდომა საიტის ყველა მასალაზე.
უსაფრთხოება
ხელმოწერის გაფორმება ხდება ბანკის ბარათით გადახდის მოდულზე, თქვენს მიერ მითითებული ბარათის მონაცემების შეყვანა ხდება ბანკის კუთვნილ სერვერზე და შესაბამისად ჩვენი საიტის მხარეს არ ხდება თქვენი ბარათის ინფორმაციის არც შეყვანა და არც დამახსოვრება. სანამ ბარათის მონაცემებს შეიყვანთ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება და დარწმუნდეთ რომ ნამდვილად იმყოფებით ბანკის გვერდზე.
პერსონალური მონაცემები და მათი დამუშავება
ნივთის შეძენის დროს მომხმარებელი უთითებს თავის პერსონალურ მონაცემებს რომელსაც კომპანია იყენებს როგორც მყიდველთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ჩვენ არ ვახორციელებთ მომხმარებელის ინფორმაციის საიტზე რეგისტრაციას, არ ვახდენთ მომხარებელთან "sms" გზით რაიმე სიახლის მიწოდებას, ჩვენი კომპანიის სიახლეები ქვეყნდება მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ სოციალურ ქსელების მეშვეობით და საიტზე www.resonanedaily.com