რეზონანსი
04.03.2026

ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრა მათ მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მისცემს.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესებთან მზაობაზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს. გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ამ ურთიერთობების აღდგენის საქმეში. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, ირანში მინდინარე მოვლენებზე. რა გავლენები ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე.

ასევე, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ შუა დერეფნის განვითარებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე. და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე.

ჩვენ, იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც ეს შეხვედრა წარიმართა, მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს” - განაცხადა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×