რეზონანსი
04.03.2026

ირანს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა თავდაცვისა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ირანი პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს.

„თქვენო უდიდებულესობავ, მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოების მეთაურებო, ჩვენ თქვენთან ერთად დიპლომატიის საშუალებით მივისწრაფოდით ომის თავიდან აცილებისკენ, თუმცა ამერიკულ-სიონისტურმა სამხედრო აგრესიამ სხვა არჩევანი აღარ დაგვიტოვა, გარდა თავის დაცვისა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენი ქვეყნების სუვერენიტეტს. ირანს არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავი დაიცვას. მიგვაჩნია, რომ რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა მიღწეული უნდა იქნას მისი სახელმწიფოების კოლექტიური ძალისხმევით“, – წერს ირანის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×