რეზონანსი
04.03.2026

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები  ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.

მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის  მიდგომებს.

საუბრის თემას წარმადგენდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე მათ შორის, გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებზე.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი  ადმინისტრაციის ხედვაზე.

საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×