
ირანისა აშშ-ისარელის უკვე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანი აპირებს თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობმილსადენზე მიიტანოს იერიში. ირანული წყაროების ინფორმაციით, ისრაელი მისთვის საჭირო ნედლ ნავთობს სწორედ ამ მილსადენით იღებს და შესამაბისად, ის ირანელი სამხედროებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მრჩეველმა სამშაბათს განაცხადა, რომ თეირანი მიზანში ამოიღებს მტრის ნავთობის მიწოდების ხაზებს და არ დაუშვებს რეგიონიდან ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას.
- ირანის მუქარა „მტრის ნავთობსადენებზე" დარტყმის შესახებ მხოლოდ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება გულისხმობდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია".
გამოცემა „მილდ ისთ აი" თავის არაბულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ხაზებში პირველ რიგში სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი იგულისხმება.
„ირანის მუქარა „მტრის ნავთობსადენებზე" დარტყმის შესახებ მხოლოდ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება გულისხმობდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია", - განაცხადა წყარომ.
მისივე ინფორმაციით, დარტყმა, შესაძლოა, მილსადენის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე განხორციელდეს, რომელიც ირანთან უფრო ახლოს მდებარეობს.
ირანის მაღალჩინოსანმა წყაროებმა „მიდლ ისთ აის" განუცხადეს, რომ ისრაელი „ირანისა და რეგიონის წინააღმდეგ თავის ჭუჭყიან საქმეს აზერბაიჯანის მეშვეობით ასრულებს" და დასძინა, რომ ბოლო წლებში ეს საქმიანობა გახშირდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰამის მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობი საქართველოს გავლით თურქეთში გადაიზიდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ თურქეთიდან, ჯეიჰანის პორტიდან ტანკერებით ხდება ნავთობის გადაზიდვა ისრაელში აშქელონის პორტამდე.
- ვახტანგ მაისაია: „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე დატყმებს გამოვრიცხავ. შესაძლოა ეს იყოს რუსული პროპაგანდის ნაწილი, რადგან ვისაც არ აწყობს ამ მილსადენის მუშაობა, ეს რუსული მხარეა."
„მიდლ ისთ აის" მონაცემებით, ისრაელი მისთვის საჭირო ნედლი ნავთობის 30%-ს სწორედ ამ გზით ღებულობს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია თითქმის გამორიცხავს, რომ ირანმა თბილისი-ბაქო-ჯეიჰანზე თავდასხმა განახორციელოს. თუმცა თუ ეს მართლაც მოხდა, ფიქრობს, რომ ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
„ცოტა ეჭვი მეპარება ირანმა ეს გააკეთოს. რა თქმა უნდა, ირანს ამის რესურსი გააჩნია, მას აქვს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მთელი კომპლექსი. თუმცა ვერ ვხვდები, რა მოტივი უნდა ჰქონდეს, რომ ეს განახორციელოს. იქიდან წასული რესურსი თურქეთში მიდის და ჯერჯერობით ირანი მასზე დარტყმას არ აპირებს. თურქეთსაც არ სურს ირანთან ურთიერთობის გამწვავება. თან იქიდან რა რაოდენობა მიდის ისარელის მიმართულებით, დიდად ცნობილი არაა. ბაქო-ჯეიჰანის ძირითადი მომხმარებელი მაინც ევროპული სახელმწიფოებია. თანაც თუ საკითხია ასე, ირანისთვის უფრო მისაღებია ტანკერების განადგურება ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში. ეს მათთვის ოპერატიულად უფრო შესაძლებელია.
„აქედან გამომდინარე, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე დატყმებს გამოვრიცხავ. შესაძლოა ეს იყოს რუსული პროპაგანდის ნაწილი, რადგან ვისაც არ აწყობს ამ მილსადენის მუშაობა, ეს რუსული მხარეა. ეს იმიტომ, რომ ნავთობის ფასები იზრდება და ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს ამ ამაღლებულ ფასებზე მანიპულაცია მოახდინოს, მეტი სარგებელი მიიღოს.თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი მისთვის კონკურენტია საერთაშორისო ბაზარზე.
„თუ ეს განახორციელა ირანმა, ეს მოხდება ისევ რუსული დივერსიის სახით. რა თქმა უნდა, მასზე თავდსხმა პრესტიჟის მომენტიცაა და ის ზიანს მიაყენებს საქართველოს სატრანზიტო იმიჯსაც.
„აზერბაიჯანი ომში ჩართვას არ განიხილავს. საქართველოც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნეიტრალიტეს ინარჩუნებენ. ევროპაც კი გვერდზე გადგა და აზერიბაიჯანი მითუმეტეს, ამას არ იზამს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".