რეზონანსი
04.03.2026

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

ხაინდრავა მიმართავს ხიდაშელს, რას უხდიან ასეთს და როგორ სძულს საკუთარი სამშობლო, რომ მსოფლიო არმაგედონის დროს, შეუძლია საკუთარი ხალხის ასე გაწირვა.

„ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ასე გაწირო შენი ხალხი!“ - წერს ხაინდრავა X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×