რეზონანსი
04.03.2026

ირანის ექსპერტთა საბჭომ ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, ირანის შემდეგ უზენაეს ლიდერად აირჩია. 

მედიის ცნობით, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება საბჭოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიძულა. არსებული ინფორმაციით, მოჯთაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ალი ხამენეის დასაფლავების შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდება.

როგორც CNN-ი წერს, უმცროსი ხამენეი "ცნობილია იმით, რომ კულისებიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა და მჭიდრო კავშირები ჰქონდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) - ქვეყნის ყველაზე ძლიერ სამხედრო ორგანოსთან".

არადა, სულ რაღაც ორიოდე დღის წინ რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ მოჯთაბა ხამენეიც მკვდრად გამოაცხადეს, ისევე როგორც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმედინეჯადი. ახლა კი ირკვევა, რომ ორივე მათგანი ცოცხალია და ერთ-ერთი ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაიბარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×