რეზონანსი
04.03.2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. „მეგასკოლა“ პატარა მოსწავლეს, ანდრია აბუსელიძეს ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ანდრი...

არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ…

და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცლება ფერი.

 პატარა სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიწმინდეს ასხივებდა, დღეს ანგელოზად იქცა.

ანდრი, ტკივილი დაგვიტოვე, რომელიც სიტყვებში ვერ ეტევა.

ტკივილი, რომელიც გულში სამუდამოდ რჩება...

სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე.

დარჩა სიჩუმე, ცრემლები და უსასრულო მონატრება“, - წერს „მეგასკოლა“.

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×