
კახეთში სამედიცინო საზოგადოება ცნობილ ექიმს, გოჩა შავგულიძეს ემშვიდობება. მძიმე მდგომარეობაში მყოფ 61 წლის ექიმს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთში მკურნალობდნენ.
გოჩა შავგულიძე იყო ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, სერტიფიცირებული რადიოლოგი და ექოსკოპისტი.
გარდაცვლილი ექიმი სხვადასხვა დროს მუშაობდა გურჯაანისა და ყვარლის საავადმყოფოებში, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონში“, თელავის რეფერალურ და ახმეტის „ევექსის“ ჰოსპიტალებში.
საჯარო საქმიანობის ფარგლებში, იყო ყვარლის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე