
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინას შავ ზღვაზე დარტყმებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც კიევმა ნოვოროსიისკის პორტზე იერიში მიიტანა. ვაშინგტონში უკრაინის ელჩის, ოლჰა სტეფანიშინას თქმით, ამერიკული მხარის დემარში უკავშირდებოდა იმას, რომ თავდასხმა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებსაც შეეხო, თუმცა კიევი აცხადებს, რომ პარტნიორის მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა, შავ ზღვაზე დარტყმისგან თვის შეიკავოს, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პორტ ნოვოროსიისკზე უკრაინამ იერიში მიიტანა- განაცხადა სამშაბათს კიევის ელჩმა ვაშინგტონში.
უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტს გასული წლის ნოემბერში დაარტყა. თავდასხმა ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის წყლებში მდებარე კასპიის მილსადენის საერთაშორისო კონსორციუმის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.
ელჩმა ოლჰა სტეფანიშინამ შეტყობინება დემარშად, ფორმალურ, ოფიციალურ შეტყობინებად შეაფასა, თუმცა უარი თქვა დააკონკრეტებინა, თუ როგორ მიიღო ეს განცხადება უკრაინულმა მხარემ, ასევე უცნობია, ის და დაიბარა თუ არა ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტმა. თუმცა, ელჩმა აღნიშნა, რომ რომ უკრაინამ შეტყობინება გაითვალისწინა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
- უკრაინის ელჩი: "ეს კონტაქტი არ იყო დაკავშირებული უკრაინის წახალისებასთან, თავი შეეკავებინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან."
სტეფანიშინამ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე საუბრისას, განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მათ ნოვოროსიისკზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ დაუკავშირდა, „რადგან ეს ამერიკის (და) ყაზახეთის ეკონომიკურ ინტერესებს შეეხო".
„ეს კონტაქტი არ იყო დაკავშირებული უკრაინის წახალისებასთან, თავი შეეკავებინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან. ის დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ იქ ამერიკის ეკონომიკური ინტერესები დაზარალდა", - თქვა მან.
რატომ არის პორტი მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ომზე?
ნოვოროსიისკი ცენტრალურ როლს ასრულებს ყაზახეთიდან და რუსეთიდან გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ექსპორტში. იქ არსებულმა შეფერხებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ენერგეტიკული მიწოდების ჯაჭვებზე. უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ, ნავთობის ექსპორტი დროებით შეჩერდა, რამაც გავლენა მოახდინა ამერიკული ჩართულობის მქონე კომპანიებთან დაკავშირებულ გადაზიდვებზე.
ყაზახეთის ნავთობის უმეტესი ნაწილი ექსპორტისთვის ნოვოროსიისკში იგზავნება. პორტმა ნავთობის ექსპორტი პარასკევს, უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ, დროებით შეაჩერა.
ეს საუბარი მაშინ ხდება, როდესაც ომი 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიდევ ერთი წლისთავს უახლოვდება. და ჟენევაში ცოტა ხნის წინ გამართულმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა გარღვევა ვერ გამოიღო, რის შედეგადაც კონფლიქტი გადაუჭრელი დარჩა.- წერს ანალიტიკური გამოცემა „Modern Diplomacy".
„მიტოვებულად თავს არ ვგრძნობთ, თუმცა..."
სტეფანიინამ, რომელიც მოგვიანებით კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებას დაესწრო, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომის დასრულების მცდელობაში ტრამპის პირადი ჩართულობისთვის მადლიერი და ვაშინგტონისგან თავს მიტოვებულად არ გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ სამხედრო მხარდაჭერის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ელჩმა, რომელიც ვაშინგტონში წასვლამდე უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი იყო, კონგრესს მოუწოდა მიიღოს სანქციების ყოვლისმომცველი კანონპროექტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, მას შემდეგ რაც გასულ წელს რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანია- ლუკოილი და როსნეფტი- უკვე დასანქცირდა
მან თქვა, რომ უკრაინა მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის კანონმდებლებთან კანონპროექტზე და პროგნოზირებს, რომ წარდგენის შემდეგ მას ორპარტიული მხარდაჭერა ექნება, აღნიშნა,აქვს იმის მოლოდინი, რომ რომ ტრამპი კანონპროექტს ხელს მოაწერს.
„ამიტომ, ის ან ახლა უნდა იქნას მიღებული, ან უბრალოდ მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ ამის გაკეთების სურვილი არ არსებობს", - თქვა მან.
უკრაინა ასევე მუშაობს აშშ-ის მთავრობასთან რუსეთისთვის ომის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლის ჩამორთმევის ახალ გზებზე.
„მიმდინარეობს არაერთი შეხვედრა", - თქვა მან. „რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ აშშ-ის მთავრობამ ჩვენ არ მიგვატოვა".
სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ის ელოდა, ტრამპის კონგრესისადმი მიმართვა საგარეო საქმეებს და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულებას შეეხებოდა.
ანალიზი
გავლენიანი ანალიტიკური გამოცემა, მოდერნ ფოლისი წერს, რომ ეს მოვლენა ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობაში არსებულ დელიკატურ ბალანსს ასახავს. შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის თავდაცვის ძალისხმევის მხარდაჭერას, თუმცა ამავდროულად ცდილობს დაიცვას საკუთარი ეკონომიკური ინტერესები გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე. როდესაც უკრაინის დარტყმები ამ ინტერესებს კვეთს, დიპლომატიური უთანხმოება გარდაუვალია.
- მოდერნ ფოლისი: "ეს მოვლენა ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობაში არსებულ დელიკატურ ბალანსს ასახავს."
გაფრთხილება არ ნიშნავს პარტნიორობის გაწყვეტას. პირიქით, ის აჩვენებს, რომ ომის გაგრძელებისას ეკონომიკური მოსაზრებები სამხედრო სტრატეგიას სულ უფრო მეტად ერწყმის, როგორც ჩანს, უკრაინა აცნობიერებს ამ რეალობას და აქტიურად მუშაობს ამერიკის კომერციული ჩართულობის გაღრმავებაზე, როგორც გრძელვადიანი უსაფრთხოების კავშირების გაძლიერების გზაზე.
არსებითად, ვაშინგტონის გზავნილი ასახავს საზღვრებს და არა მიტოვებას. პარტნიორობა ხელუხლებელი რჩება, მაგრამ ის მოქმედებს გლობალური ბაზრებისა და შიდა პოლიტიკური ზეწოლის მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკული საზღვრების ფარგლებში.-ვკითხულობთ სტატიაში.