რეზონანსი
25.02.2026

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთ საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

"ჯერ კიდევ უჭირს ჩემს ფეისბუქს და გთხოვთ, დამეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში. 

ორივე ფოტო, რომელიც ჩემი პოსტის ქვეშაა, ერთ დღეს არის გადაღებული.

პირველ ფოტოში დიდი  ალექსანდრე გაბაშვილი ღრეობს ქალებთან.

მეორე ფოტოში გიგას თვალებია, მიდრიაზის (გაფართოებული გუგების) მიხედვით, გერმანიაში მოღვაწე ექიმს უნდა ეთქვა, სიცოცხლის შანსი გვქონდა თუ არა.

პატარა ალექსანდრე გაბაშვილს (მკვლელს) დღეს სიცილი წასკდა სასამართლო პროცესზე. ეგონა ისე გაუტარებდნენ, როგორც სკოლა ,,ინტელექტში" უტარებდნენ აღვირახსნილობას.

რაც შეეხება ნია იმნაძეს და გიორგი მალანიას, ველოდებით მათი ტელეფონებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენას.

რამდენიმე დღეა, პოსტი არ დამიდევს. მეკითხებიან  მიზეზს. 

გეტყვით:

სხვა შვილმოკლულმა მშობლებმაც განაახლეს ბრძოლა, მიხარია თუ უიმედო მშობლების მოიმედე გავხდი და არ მინდა ერთმანეთი გადავფაროთ პოსტებით, მათაც იპოვონ სამართალი.

P.S. დიდ დიღომში ისევ ამუნათებენ მკვლელთა ოჯახებს!" - დაწერა ეკა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×