
ცნობილი წყვილი - გოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი „იმედის დილის“ ობიექტივში მოექცნენ, სადაც ერთმანეთზე და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრეს.
„გააჩნია, სად ვართ, რომელ კონტინენტზე და რომელ საათზე დავიძინებთ, ამის მიხედვით იწყება ჩვენი დილა.
ჩვენ უფრო საღამოს ხალხი ვართ, დიდად დილის ხალხი არ ვართ, არასოდეს დილით არ ვჭიკჭიკებთ, თუ საჭიროება მოითხოვს, მაგ შემთხვევაში გავიღვიძებთ“, - ამბობს წყვილი.
როგორც შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი ამბობს, დიდად სამზარეულოში ფუსფუსი არ გამოსდის.
„გოჩას შეუძლია გააკეთოს ჰამბურგერი, ბარბექიუ და კვერცხი შეწვას. გოჩა არასოდეს არ ელოდება დაბადების დღეს, ვალენტინობას, ან რამე სხვა დღესასწაულს, მას უყვარს საჩუქრების ჩუქება და ჩვეულებრივ, ერთ დღეს შეუძლია, 150 ცალი ვარდით შემოვიდეს სახლში“, - ამბობს შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე