
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ტრაგიკულად დაღუპულ არასრულწლოვნებს დღეს დაკრძალავენ. ახლობლები, ნათესავები, პედაგოგები გარდაცვლილებს სოციალურ ქსელშიც ემშვიდობებიან და სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი არასრულწლოვანის წერილს აქვეყნებენ.
შემთხვევა სოფელ მელაანში ორი დღის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, შეჯახების შედეგად გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ორი მგზავრი მანქანიდან გადმოვარდა, სამი კი შიგ დაიწვა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე