რეზონანსი
23.02.2026

საქართველოში, კერძოდ კი თბილისში ტაქსით გადაადგილება უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთის დედაქალაქში. ერთი კილომეტრი მგზავრობა ჩვენთან 0.75 დოლარი ღირს, ანკარაში კი 0.73 დოლარი - ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2026 წლის თებერვლის რეიტინგში წერია.

საბოლოო ჯამში, თბილისი ტაქსით მგზავრობის სიძვირით მსოფლიოს 358 ქალაქს შორის 270-ე ადგილზეა. ჩვენთან ტაქსით ერთი კილომეტრის გავლა კი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენს ოთხივე მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში. როგორ უკვე აღვნიშნეთ, ანკარაში ერთი კილომეტრი 0.73 დოლარი ღირს, მოსკოვსა და ბაქოში - 0.59 დოლარი, ერევანში - 0.35 დოლარი და თბილისში - 0.75 დოლარი.

ამასთან, Numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, ტაქსით გადაადგილება ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ციურიხში ღირს - კილომეტრზე 4.91 დოლარი, ყველაზე იაფი კი ინდოეთის ქალაქ პატნაში - 0.19 დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×