რეზონანსი
23.02.2026

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, უცხო­ე­ლე­ბის და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი 1-ელი მარ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა და მისი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც და­საქ­მე­ბუ­ლი, ისე დამ­საქ­მე­ბე­ლი და­ჯა­რიმ­დე­ბა

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უცხო­ე­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ პო­ზი­ცი­ა­სა და კონ­კრე­ტულ დამ­საქ­მე­ბელ­ზე გა­ი­ცე­მა 1 წლის ვა­დით. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე თავს აა­რი­დებს "შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ნორ­მებს, ეს გა­მო­იწ­ვევს, რო­გორც და­საქ­მე­ბუ­ლის, ისე დამ­საქ­მებ­ლის და­ჯა­რი­მე­ბას, მათ შო­რის თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლის ფი­ნან­სურ ჯა­რი­მებს.

"1-ელი მარ­ტი­დან, "შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ელ­თა და­საქ­მე­ბა/თვით­და­საქ­მე­ბა მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით მოხ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა, მო­ად­გი­ლე­ებ­თან და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­სჯე­ლა. მხა­რე­ებ­მა, ცვლი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს ყუ­რა­დღე­ბა და მისი ეფექ­ტუ­რად აღ­სრუ­ლე­ბის გზე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს კა­ნო­ნი­ე­რად და­საქ­მე­ბის­თვის, მათ შო­რის დის­ტან­ცი­უ­რად, "შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის“ მო­პო­ვე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

უცხო­ელ­თათ­ვის "შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის“ ნე­ბარ­თვებს "და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო“ გას­ცემს. შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის გა­ცე­მის პრო­ცე­სი სრუ­ლად ელექტრო­ნუ­ლია და სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტა­ლი 1-ელი მარ­ტი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა ფა­სი­ა­ნია.

შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ პო­ზი­ცი­ა­სა და კონ­კრე­ტულ დამ­საქ­მე­ბელ­ზე გა­ი­ცე­მა 1 წლის ვა­დით. კა­ნო­ნი ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მომ­ზად­და.

რაც შე­ე­ხე­ბა თვით­და­საქ­მე­ბულ უცხო­ელს, სა­მუ­შაო უფ­ლე­ბა გა­ი­ცე­მა კონ­კრე­ტუ­ლი სფე­როს, სექ­ტო­რი­სა და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის მი­თი­თე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დე­ბი - 2027 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე, მათ­თვის ვინც უკვე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში და და­საქ­მე­ბუ­ლია ლე­გა­ლუ­რად. მე­ო­რე სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი კი ვრცელ­დე­ბა 2026 წლის 1-ელ მა­ი­სამ­დე და იმ თვით­და­საქ­მე­ბულ უცხო­ე­ლებს შე­ე­ხე­ბა, ვინც უკვე ახორ­ცი­ე­ლებს შრო­მით/სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თუ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე თავს აა­რი­დებს "შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ნორ­მებს, ეს გა­მო­იწ­ვევს, რო­გორც და­საქ­მე­ბუ­ლის, ისე დამ­საქ­მებ­ლის და­ჯა­რი­მე­ბას, მათ შო­რის თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლის ფი­ნან­სურ ჯა­რი­მებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×