რეზონანსი
23.02.2026

სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი "ლელო" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე, დავკარგეთ.

ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე, რომელიც ყოველთვის გულით ატარებდა ლელოს ფორმას. მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.

ვუთანაგრძნობთ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო.

ლელოს ოჯახი გლოვობს…

ღმერთს ებარებოდე ლუკა" - წერს კლუბი გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×