რეზონანსი
22.02.2026

უკვე არაერთგზის დადასტურდა უშუალოდ შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებებით, რომ მათი უშიშროების სამსახურები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად და ენჯეო სექტორში კონკრეტული პირები, ვინც იყვნენ დასაქმებულები და ჯამაგირზე, წარმოადგენდნენ აგენტურული ქსელის ნაწილს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის დადასტურებული ფაქტი უშუალოდ შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებით.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების მცდელობას, მცდელობას, ძალადობა მონათლონ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად და ამით კიდევ ერთხელ მოატყუონ საზოგადოება, ესეც წარმოადგენს სპეცსამსახურების მუშაობის სეგმენტს - იდეოლოგიური დამუშავება, ძალადობის მონათვლა დემოკრატიის ნაწილად და შემდგომ ამით საზოგადოების დეზინფორმირება, მათი მარტივი გამოყენება ნებისმიერი მიზნებისთვის, რაც სურს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოეთში დავლების მიმცემებს.

გამჭვირვალობის კანონი აღმოჩნდა ის ფარი, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვა. ეს აღმოჩნდა წინაღობა საქართველოს მტრებისთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობისგან დაეცვა საქართველო", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×