რეზონანსი
22.02.2026

„ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ელჩმა კარგად იცოდა სტუდენტების მხრიდან დაგეგმილი აქციის შესახებ და როგორც ჩანს, ასეთ დღეს სტუმრობა, სხვა არაფერია, თუ არა ღია მხარდაჭერა.

დიმიტრი ხუნდაძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ხშირად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დგანან იქ, სადაც ღიად ფიქსირდება ხელისუფლების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები.

„როგორც ჩანს, ესტონეთის ელჩმა სომხეთში წასვლის წინ საქართველოში ილიაუნიში შეიარა. მან კარგად იცის, რომ დღეს ილიაუნის სტუდენტები აპირებენ აქციის ჩატარებას და ეტყობა გამამხნევებელი სიტყვა შეაშველა, რომ კარგად იხმაურონ და განეწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ.

სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტონეთის საელჩომ „ფეისბუკის" გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მისი დროებითი რწმუნებული და ილიას უნივერსიტეტის რექტორი დგანან. ფოტოს აქვს წარწერა - „ჩვენ ილიას უნივერსიტეტის გვერდით ვდგავართ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×