რეზონანსი
22.02.2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ლუიზიანას გუბერნატორ ჯეფ ლენდრისთან ერთად მუშაობს გრენლანდიაში სამედიცინო დანიშნულების გემის გაგზავნაზე.

„ლუიზიანას ფანტასტიკურ გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, ვაპირებთ გრენლანდიაში დიდი ჰოსპიტალური გემის გაგზავნას, რათა ვიზრუნოთ იმ მრავალ ადამიანზე, რომლებიც ავად არიან და რომლებსაც იქ არ უვლიან. ის გზაშია!!!" - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებას დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში ყველას აქვს თავისუფალი და თანაბარი წვდომა ჯანდაცვაზე და იგივე მიდგომა არსებობს გრენლანდიაშიც.

„მოხარული ვარ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ყველას აქვს თავისუფალი და თანაბარი წვდომა ჯანდაცვაზე. სადაც დაზღვევა და სიმდიდრე არ განსაზღვრავს, მიიღებთ თუ არა სათანადო მკურნალობას. იგივე მიდგომა გამოიყენება გრენლანდიაში," - დაწერა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×