
უნგრეთი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხს ბლოკავს და ამ გადაწყვეტილებას „დრუჟბას" მილსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას უკავშირებს - ბუდაპეშტი სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას იწყებს, კიევი კი ბრალდებებს „ენერგეტიკულ შანტაჟად" აფასებს.
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა მანამ, სანამ ის ქვეყანაში ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას" მილსადენის მეშვეობით არ განაახლებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარასკევს მას შემდეგ თქვა, რაც ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ დეფიციტის დასაძლევად სტრატეგიულ რეზერვებს გამოიყენებს.
უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებსაც ევროკავშირში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აქვთ, დრუჟბას" მეშვეობით რუსულ ნავთობს იყენებდნენ, თუმცა მიწოდების უზრუნველყოფა 27 იანვარს შეწყდა, მას შემდეგ, რაც უკრაინამ „დრუჟბაზე"იერიში იიტანა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყოფნდენ. ეს თანხა, რომლისგანაც 60 მილიარდი ევრო სპეციალურად თავდაცვის მიზნებისთვისაა გამოყოფილი, განკუთვნილია იმისთვის, რომ უკრაინას 2027 წლის ბოლომდე გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაში დაეხმაროს. თუმცა, თანხის გაცემა შეფერხებულია, ვინაიდან ევროკავშირის საბჭოს საბოლოო დამტკიცებას საჭიროებს.
- პეტერ სიიარტო: „დრუჟბას" მილსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, უკრაინა არღვევს ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ ამ შანტაჟს არ დავნებდებით".
ორივე ქვეყანამ - უნგრეთმა და სლოვაკეთმა, პოლიტიკური მიზეზების გამო უკრაინა ნავთობის ნაკადების განახლების შეფერხებაში დაადანაშაულა.
„დრუჟბას" მილსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, უკრაინა არღვევს ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ ამ შანტაჟს არ დავნებდებით", - დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ „იქსზე".
უნგრეთის მთავრობის ხუთშაბათს გვიან ღამით გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითულობთ, რომ დეფიციტის შესავსებად სტრატეგიული რეზერვებიდან დაახლოებით 1.8 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს გამოუშვებს.
თუმცა, ხორვატიის „იანაფის" მილსადენის ოპერატორმა პარასკევს განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამის გაკეთების აუცილებლობა არ ჰქონდა. მანამდე უნგრულმა ნავთობკომპანია „მოლ"-მა მოითხოვა, რომ „იანაფ"-ს „დრუჟბის" გაჩერების პერიოდში რუსული საზღვაო ნავთობის ტრანზიტის უფლება მიეცა.
„ამ ეტაპზე, „მოლ" ჯგუფისთვის „იანაფ"-ის მილსადენით არარუსული ნედლი ნავთობის მნიშვნელოვანი რაოდენობა გადაიზიდება, ხოლო სამი დამატებითი ტანკერი, რომლებსაც არარუსული ნავთობი გადააქვს, ომიშალის ტერმინალისკენ მიემართება.
„მარაგების გამოყენების აუცილებლობა არ იყო, რადგან ნავთობის ტრანსპორტირება „იანაფ"-ის მილსადენის მეშვეობით „მოლ"-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისკენ უწყვეტად და შეფერხებების გარეშე ხორციელდება", - ნათქვამია „იანაფ"-ის განცხადებაში.
მთავრობის დადგენილებით, „მოლ"-ს გამოთავისუფლებულ ნავთობზე პრიორიტეტული წვდომა ექნება 15 აპრილამდე, უკან დაბრუნების ვადად კი 24 აგვისტო განისაზღვრა.
უნგრეთის ენერგორესურსების მარაგების ასოციაციის ვებსაიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, იანვრის ბოლოს უნგრეთს ჰქონდა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საკმარისი მარაგი (96 დღის).
მომარაგების უზრუნველსაყოფად „მოლ"-მა საუდის არაბეთის, ნორვეგიის, ყაზახეთის, ლიბიისა და რუსული ნავთობის მისაღებად ტანკერები შეუკვეთა, რათა უნგრული და სლოვაკური ქარხნები მოამარაგოს, კვირის დასაწყისში კი უკრაინისთვის დიზელის მიწოდება შეაჩერა
- რობერტ ფიცო: „თუ ზელენსკის მიაჩნია, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის ძალიან ცდება".
„მოლ"-მა განაცხადა, რომ პირველი პარტიები ხორვატიაში, ომიშალის პორტში მარტის დასაწყისში ჩავა. ამის შემდეგ, ნედლი ნავთობის მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მოხვედრას კიდევ 5-12 დღე დასჭირდებოდა.
ნავთობთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება სლოვაკეთის მთავრობამაც გააკეთა და პირობა დადო, რომ „მოლ"-ის მფლობელობაში არსებული ქარხნის, „სლოვნაფტის" მოთხოვნის საფუძველზე, 1.825 მილიონ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებს.
„თუ ზელენსკის მიაჩნია, რომ სლოვაკეთის ნავთობით შანტაჟი უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებს, ის ძალიან ცდება", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
„აბა, გამოიცანით, ვის უხარია..."
უნგრეთისა და სლოვაკეთის ულტიმატუმებს უკრაინული მხარე უკვე გამოეხმაურა.
,,უკრაინა უარყოფს და გმობს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგომომარაგებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებსა და შანტაჟს. ასეთი ქმედებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი და გამიზნული დაბომბვებისა და მოსკოვის მცდელობების ფონზე, დატოვოს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე ექსტრემალური ყინვების დროს, არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამით უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები არა მხოლოდ ხელს უწყობენ აგრესორს, არამედ თავიანთ ენერგეტიკულ კომპანიებს ავნებენ, რომლებიც ენერგომომარაგებას კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს ასევე ინფორმაცია მიწოდა ნავთობსადენ ,,დრუჟბას" ინფრასტრუქტურაზე ამ თავდასხმების შედეგებზე.
„მოვუწოდებთ უნგრეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობებს კონსტრუქტიულ ურთიერთქმედებისკენ და პასუსხიმგებლიან საქაციელისკენ. ულტიმატუმები კრემლში უნდა გაიგზავნოს, კიევში ნამდვილად არა", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უნგრეთის მხრიდან ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის დაბლოკვას ეხმაურება.
- დონალდ ტუსკი: „პრემიერ-მინისტრმა ორბანმა უკრაინისთვის ევროპული დახმარება დაბლოკა, ხოლო კაჩინსკი ცდილობს დაბლოკოს ევროპის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც თავდაცვისა და პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსების საშუალებას წარმოადგენს. გამოიცანით, ვის უხარია ეს".
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტუსკი ასევე ახსენებს ოპოზიციური პარტიის„კანონი და სამართლიანობა" უარს ევროპული თავდაცვის გაძლიერების გეგმის მხარდაჭერაზე, რომელიც პოლონეთის გადაიარაღებისთვის 40 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს.
„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა უკრაინისთვის ევროპული დახმარება დაბლოკა, ხოლო კაჩინსკი ცდილობს დაბლოკოს ევროპის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც თავდაცვისა და პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსების საშუალებას წარმოადგენს. გამოიცანით, ვის უხარია ეს", - წერს ტუსკი.