რეზონანსი
22.02.2026

რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა გახსნეს 2003 წელს, ორენბურგში ჩადენილი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის საქმე. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში სამარაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის (ОПГ) წევრები მონაწილეობდნენ. ბანდის ორ წევრს უკვე წარედგინა ბრალი.

საქმის მასალების მიხედვით, 2003 წლის შემოდგომაზე სამარას ОПГ-ის ორმა წევრმა ჯგუფის ლიდერისგან მიიღო დავალება, ორენბურგის ოლქის ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაცია, რეგიონში გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. ოქტომბერში ისინი ორენბურგში ჩავიდნენ, შეიძინეს ავტომობილი და ადგილობრივი თანამზრახველისგან მიიღეს იარაღი.

საგამოძიებო კომიტეტის ორენბურგის ოლქის სამმართველოს ცნობით, დადგენილია იმ პერიოდის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ლიდერებისა და წევრების შესაძლო მონაწილეობა. ბრალდებულები დაკავებულნი არიან და სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დანაშაულებრივი ჯგუფი „კანონიერი ქურდის“ რაშიდ ხაჩატრიანი (რაშიდ ჯამბულსკის) ლიკვიდაციას გეგმავდა, თუმცა შემთხვევით სხვა კრიმინალური ავტორიტეტი  „კანონიერი ქურდი“ მიხეილ საკანდელიძე, იგივე მამუკა ქუთაისელი მოკლეს. 

არსებული ინფორმაციით, მამუკა ორენბურგში იმყოფებოდა ტიმოფეი კაპჩენინის მხარდასაჭერად, რომელიც „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მიღებას ცდილობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გასართობ კომპლექს „კრიმბორიდან“ გამოსვლისას, თავდამსხმელებმა მას შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები აგროვებენ დამატებით მტკიცებულებებს, რათა დაადგინონ დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×