
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 8 ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნას გამოეხმაურა.
„დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი ვაიწარმომადგენელი მათ სინდისის პატიმრებად იხსენიებდა და თითქოს, ცდილობდნენ მათი საქციელის გამართლებას, მაგრამ ჩვენ ახლა ვიხილეთ, რომ მათ თავად აღიარეს ეს დანაშაული, თავად ინანიებენ ამ ჩადენილ საქციელს, რაც პირდაპირ ცხადყოფს იმას, რომ ეს კარგად დაგეგმილი, კარგად შემუშავებული სცენარი იყო, რომლის მიზანი გახლდათ სახელმწიფოს გადატრიალება, პრეზიდენტის სასახლის აღება. მათმა ჩვენებებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება რასაც ამბობდა, რასაც ეუბნებოდა ჩვენს საზოგადოებას, სრული სიმართლე იყო. არანაირი სინდისის პატიმრები არ არიან, ესენი არიან მხილებულნი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და მონაწილეობაში“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. „ქრონიკამ“ 8 დაკავებულის მიმართვა მოიპოვა.