რეზონანსი
21.02.2026

ცნობილი იტალიელი დიზაინერის და და მეწარმის შვილი საქართველოში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. როგორც იტალიური მედია წერს ლუკა ბალარინის შვილი 20 წლის პიეტრო ბალარინი საქართველოში დასასვენებლად მეგორბეებთან ერთად სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა და  თხილამურებით სრიალისას მომხდარი უბედურ შემთვევას ემსხვერპლა.

ლუკას ბალარინი Torino Stratosferica-სა და Utopian Hours-ის დამფუძნებლია.

დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მამამაც დაადასტურა.

"პიეტრო ბედნიერი გარდაიცვალა, აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთაში, გაუკვალავ თოვლში სრიალებდა... ეს ხდება ფილმებში, ხდება რომანებში და ხდება რეალურ ცხოვრებაშიც. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ის ბედნიერი წავიდა. შენ იყავი საუკეთესო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემო სათაყვანებელო შვილო. ეს ჩვენი ბოლო ფოტოა ერთად, იმ მრავალი მშვენიერი და ჰარმონიული მომენტიდან ერთ-ერთი. მადლობა,  იმ სიყვარულისთვის, რომელიც მომეცი და ყველაფრისთვის, რაც მასწავლე“, - დაწერა დიზაინერმა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×