რეზონანსი
19.02.2026

გახარია ტყუილის და შარლატანობის სიმბოლოდ იქცა სამწუხაროდ. ჩვენ ვიცით მისი ღალატი, ვიცით მისი ტყუილები, ჯერ გუნდიდან გაქცევა, მერე ქვეყნიდან გაქცევა და ა.შ., - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გახარიას მიერ დაანონსებული შეხვედრებზე საუბრისას.

მისივე თქმით, გახარიასგან ტყუილი გასაკვირი არ არის.

„თუ გახარია მართლა მიუნხენში იყო და ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები, გახარიას პარტია, რომელსაც აქვს მხარდაჭერის, თანადგომის, პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნის დეფიციტი, ამ ყველაფრის აჟიტირებას არ მოახდენდა? - რა თქმა უნდა მოახდენდა. რამდენი ტყუილი უნდა მოვისმინოთ გახარიასგან, არ გვიკვირს. ამ ტყუილებისთვის, ამ ღალატისთვის, მისი საქციელისთვის კაცს ჯამაგირი აქვს დანიშნული და ამ ჯამაგირით სულდგმულობს, ეტყობა ამ ჯამაგირის გადახდის კონტრაქტში შედის ისიც, რომ ტყუილების აჟიტირება ჰქონდეს მას ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×